მზის გვირგვინი

ქრომოსფეროს ზემოდან აკრავს მზის ატმოსფეროს გარე ნაწილი, ე.წ მზის კორონა (გვირგვინი). იგი მეტად გაიშვიათებული გარემოა გა ვრცელდება რამდენიმე მლნ კმ-ის სიმაღლეზე. მას არ ააქვს მკვეთრი ზედა საზღვარი. სუსტი ნათების გამო, არც კორონა მოჩანს ჩვეულებრივ პირობებში ცის კაშკაშა ფონზე. ამიტომ აქამდე მას მხოლოდ მზის სრულ დაბნელებათა დროს შეისწავლიდნენ. მაგრამ ამჟამად კორონის შესასწავლად ტელესკოპებს იყენებენ.კორონა არ არის მკვეთრად გამოყოფილი და სიმეტრიული; იგი ქმნის შორს განვრცობილ გრძელ სხივებს. მზის გვირგვინი თავისებური ფიზიკური გარემოა. ამ უაღრესად გაიშვიიათებულ გარემოში ატომების სიჩქარე იმდენად დიდია, რომ მას მილიონი გადუსი ტემპერატურა შეესაბამება. მზის კორონიდან განუწყვეტლივ გამოიფრქვევა პლაზმა. ამ პროცესს მზის ქარი ეწოდება. იგიდედამიწის ახლო სივრცესაც აღწევს, სადაც მისი სიჩქარე 300-400 კმ/წმ-ს აღემატება. მზის
დროდადრო მზის ატმოსფეროში წარმოიშობა ე.წ. აქტიური არეები, რომელთა რაოდენობაც რეგულარულად მეორდება საშუალოდ ყოველი 11 წლის შემდეგ. აქტიური არეების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოვლინებაა ფოტოსფეროში შემჩნეული მზის ლაქები. პერიოდს, როცა ლაქები სულ არ შეინიშნება, მზის აქტიობის მინიმუმი ეწოდება. მინიმუმის შემდეგ მზის ეკვატორის გასწვრივ ორივე მხარეს ჩნდება ლაქების ზოლები, რომელთა ინტენსიურობაც თანდათან იზრდება. სამ-ოთხ წელიწადში დგება მზის აქტივობის მაქსიმუმი. მერე მზის აქტივობა თანდათან ეცემა და დაახლოებით თერთმეტი წლის შემდეგ კვლავ მინიმუმი მეორდება. მაქსიმუმის დროს შეიმჩნევა მზის აქტიური არეების აფეთქების მსგავსი მკვეთრი ნათება. ხშირია ამოფრქვევა, რომლის დროსაც აირის გიგანტური შადრევნები, პროტუბერანცები, ზედაპირიდან ათასობით კილომეტრზე გამოიტყორცნება და წამში 1000 კმ-მდე სიჩქარეს ანვითარებს. ეს პროცესი რამდენიმე საათს ან რამდენიმე დღეს გრძელდება. ამოფრქვევა გავლენას ახდენს დედამიწის ტროპოსფეროზე (ატმოსფეროს იმ ნაწილზე, რომელიც განაპირობებს ამინდს ჩვენს პლანეტაზე), აგრეთვე ბიოსფეროზე.





წყარო:

No comments:

Post a Comment