პლანეტები
და მათი თანამგზავრები, ისევე, როგორც დედამიწა და მთვარე, სინათლეს
თვითონ არ ასხივებენ. კაშკაშა იუპიტერს, ვენერას, მარსსა და სხვა, ნაკლებად
კაშკაშა პლანეტებსაც , მხოლოდ იმიტომ ვხედავთ ,რომ ისინი მათზე დაცემულ
მზის სხივებს ირეკლავენ. მზის სისტემაში
სინათლეს ერთადერთი სხეული- თვით მზე - ასხივებს. როდესაც რომელიმე
პლანეტა რაიმე მიზეზის გამო მზის სხივებს ვერ აირეკლავს , ჩვენ მას ვერ
ვხედავთ.
სურათზე ნაჩვენებია, როგორ არის განათებული მთვარე
მისი ორბიტის სხვადასხვა წერტილში მდებარეობისას. იქვე ნაჩვენებია, ამ
მომენტებში როგორი მოგვეჩვენება მთვარე დედამიწიდან (ჩრდილო ნახევარსფეროში
მყოფი დამკვირვებლისათვის). სავსემთვარიანობისას, როდესაც მთვარე
(დედამიწის მიმართ) მზის საპირისპირო მხარესაა, ჩვენ შეგვიძლია მისი
განათებული ნახევრის მთლიანად დანახვა. ახალმთვარეობისას მთვარე და მზე
დედამიწისაგან ერთსა და იმავე მხარეზეა. მთვარის განათებულ ნახევარს ვერ
ვხედავთ, ან ვხედავთ მის მხოლოდ მცირე ნაწილს, ვიწრო ”ნამგალის” სახით.
ასევე ვიწრო ”ნამგლის” სახე აქვს მცხრალ მთვარეს. ეს ხდება მაშინ, როდესაც
მთვარე დედამიწის გარშემო ორბიტაზე მოძრაობისას უახლოვდება ახალმთვარეობის
მდგომარეობას
.
No comments:
Post a Comment