მზის
და დედამიწის ქიმიური შემადგენლობა ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა
კლასიკური თეორია ვარსკვლავისა და მისი პლანეტების ფორმირების შესახებ,
იზოტოპების ერთნაირ თანაფარდობას ვარაუდობს. ახალი აღმოჩენა კი ამ
წარმოდგენების კორექტირებისკენ მიუთითებსმისია Genesis-ი დიდი ხანია
დამთავრდა, მისგან მიღებული მონაცემების ანალიზი კი გრძელდება. მეცნიერები
იუწყებიან, რომ ჟანგბადის, აზოტის და ზოგიერთი ინერტული გაზების იზოტოპების
პროპორციები მზის ქარსა(ე.ი. მზისაც) და დედამიწის ატმოსფეროს
შემადგენლობაში შესამჩნევად განსხვავებულია, რასაც არსებული თეორიები
ვერაფრით ხსნიან.პირველი ასეთი განსხვავება დაფიქსირებულ იქნა დედამიწაზე
მძიმე ჟანგბადის(ჟანგბ.იზოტოპი) მეტი ფარდობითი რაოდენობის აღმოჩენით ვიდრე
მზეზეა. პროპორციები კი წესით ახლოს უნდა იდგნენ ერთმანეთთან, რადგან
ითვლება, რომ მზე და პლანეტები ერთი გაზურ-მტვროვანი ღრუბლიდან
წარმოიქმნენ.2004 წელს დამსხვრეულმა აპარატმა მაინც შეძლო მეცნიერებამდე
მიეტანა შეგროვებული ნაწილაკები. გადარჩენილი და დამტვრეული ნაწილაკების
”ხაფანგებიდან” მოხერხდა მასალის ამოღება და მზის ქარის იზოტოპური
შემადგენლობის განსაზღვრა. ნიმუშების დედამიწის ზედაპირიდან მოხვედრილი
მტვრისგან გაწმენდას მეტი დრო დაჭირდა, გათვალისწინებული იყო შესაძლო
ცთომილებების არსებობაც, გამოწვეული კაფსულას ჰერმეტულობის დარღვევით
ზედაპირთან შეჯახების გამო. მისიის პირველი შედეგები 2008 წელს
გამოქვეყნდა, ახლანდელი კვლევებით კი კიდევ უფრო მეტი რამ
გაირკვა(Genesis/JPL).მზის ქარში იზოტოპების 15N და 14N-ის თანაფარდობა
იუპიტერისეულს გავს, ამასთან ერთად ის მნიშვნელოვნად განსხვავდება
ანალოგიური მაჩვენებლისგან მზის სისტემის შიდა ნაწილებში არსებული ყველა
ნივთიერებებისთვის.
მეცნიერებს
უკვე აქვთ რიგი მოდელებისა(ახალგაზრდა მზის რადიაცია, ასევე ახალგაზრდა
დედამიწის ატმოსფეროს მიერ იზოტოპების დაკარგვა), თუმცა ისინი ვერ ხსნიან
ყველა განსხვავებას. ასე რომ პლანეტოლოგებს მოუწევთ ამ თეორიების დაზუსტება
და შევსება
წყარო:
No comments:
Post a Comment