მზის დაბნელება




მზის დაბნელება, ბუნებრივი ფენომენი, ხდება მთვარის მოხვედრისას მზესა და დედამიწას შორის, რის გამოც დედამიწაზე მყოფი დამკვირვებლისთვის მზე სრულად ან ნაწილობრივ დაფარულია. ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდახალ მთვარეზე, როდესაც მზე და მთვარე ერთმანეთს ეხებიან, როგორც ეს დედამიწიდან ჩანს. სულ მცირე ორი და მაქსიმუმ ხუთი მზის დაბნელება შეიძლება მოხდეს ყოველ წელს დედამიწაზე, რომელთაგან არცერთი ან მაქსიმუმ ორი სრული დაბნელება შეიძლება იყოს. მიუხედავად ამისა, სრული დაბნელება იშვიათი მოვლენაა ნებისმიერ ადგილას, ვინაიდან ყოველი დაბნელებისას სისრულე არსებობს მხოლოდ ძალიან ვიწრო კორიდორის გასწვრივ მთვარის უმბრის შედარებით მცირე ნაწილზე.
მზის სრული დაბნელება საოცარი ბუნებრივი ფენომენია და მრავალი ადამიანი სპეციალურად მოგზაურობს შორი მანძილიდან ამ მოვლენაზე დასაკვირვებლად. ევროპაში 1999 წელს მზის სრულმა დაბნელებამ შესაძლებელი გახდა საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება ამ ფენომენზე. ბოლო მზის სრული დაბნელება მოხდა 2009 წლის 22 ივლისს
.ასევე რეგულარული პერიოდულობით გადაურბენს დედამიწის ზედაპირს მთვარის ჩრდილი. ჩრდილის ზონაში მყოფი დამკვირვებელი მზის დაბნელებას ხედავს. მთვარეს, დედამიწისაგან განსხვავებით ატმოსფერო არ გააჩნია. ამიტომ მზეს მკაფიო ნაპირიანი შავი დისკო ჩამოეფარება. მთვარის ჩრდილი ეცემა არა მარტო დედამიწის ზედაპირს, არამედ ატმოსფეროს ზედა ფენასაც. ამიტომ სრული დაბნელების ზონაში ჩამობნელდება მთელი ცა და ვარსკვლავები ხილული ხდება. მზის გარშემო ხილული ხდება მზის გვირგვინი - მზის ატმოსფეროს ზედა ფენები , რომელებსაც ჩვეულებრივ პირობებში ვერ ვხედავთ მზის ზედაპირის სიკაშკაშის გამო. ასე გრძელდება მანამ, სანამ მთვარე ორბიტაზე მოძრაობის შედეგად არ დაშორდება დედამიწასა და მზის შემაერთებელ წრფეს და მზის სხივები ისევ არ გაანათებენ ატმოსფეროსა და დედამიწის ზედაპირს. მთვარის ჩრდილი დედამიწის ზედაპირზე საკმაოდ დიდი სიჩქარით მოძრაობს. ეს სიჩქარე მახსიმალურია, როცა ჩრდილი დედამიწის პოლარულ ზონას ეცემა და მინიმალურია ეკვატორულ ზონაში. აქ ჩრდილის მოძრაობის სიჩქარე, დაახლოებით 0,5 კმ/წმ. ამიტომ მზის დაბნელება ხანმოკლეა, მათი მაქსიმალური ხანგრძლივობა (მოცემულ გეოგრაფიულ პუნქტში) რამდენიმე წუთს არ აღემატება. მზის დაბნელება წელიწადში ერჯერ ხდება , იშვიათდ - სამჯერ.

No comments:

Post a Comment