Thursday, June 7, 2012

მზის სისტემის წარმოშობა



თანამედროვე წარმოდგენების მიხედვით, მზის სისტემა ჩამოყალიბდა 5 მილიარდი წლის უკან, გაზისა და კოსმოსური მტვერის ღრუბელის შეკუმშვის შედეგად.
მზის სისტემა კოსმოსის ის ნაწილია,რომელსაც დედამიწა ეკუთვნის. მის ცენტრში მდებარეობს მზე, ჩვენი ვარსკვლავი, რომლის მასაც მზის სისტემის მთლიანი მასის 99,9 პროცენტს შეადგენს. მზის მიზიდულობას "ჩაჭერილი აქვს" მზის მახლობლად მდებარ ყველა კოსმოსური სხეული, 9 პლანეტისა და მათი 63 მთვარის ჩათვლით. პლანეტები მზის გარშემო, ე.წ. ორბიტებზე მოძრაობენ და, ამავე დროს საკუთარი ღერძის გარშემოც ბრუნავენ. ოთხი შიდა პლანეტა ქვისა და ლითონებისაგან შედგება, ხოლო გარე პლანეტები გაზის ან სითხის სფეროებია. გამონაკლისია პლუტონი, ყინულისგან შემდგარი პლანეტა, რომელიც მზისგან 6 მილიარდ კილომეტრზე მდებარეობს. უახლოესი ვარსკვლავი მასზე 7000-ჯერ უფრო შორსაა.


1 comment:

  1. Casino | Mapyro
    Welcome to Casino 파주 출장샵 and Gaming 원주 출장안마 at Mango 동해 출장안마 Valley! Experience a thrilling gaming experience in one of the most authentic & dynamic gaming destinations on the  Rating: 4.1 · ‎24 강릉 출장마사지 reviews 부천 출장안마

    ReplyDelete