კომეტა ანუ, როგორც მას ხშირად უწოდებენ, კუდიანი ვარსკვლავი პლანეტისაგან მკვეთრად განსხვავებული, მეტად თავისებური, კოსმოსური სხეულია, რომლისთვისაც დამახასიათებელია მეტისმეტად მცირე მასა, დიფუზიური მდგომარეობა, ლაქისებრი, წაგრძელებული კუდის ფორმა.
კომეტებს ჩვენ მხოლოდ მზის სისტემის შიგნით ვხედავთ, თუმცაღა ისინი ხშირად ვარსკვლავთშორისეთიდან მოგვევლინებიან ხოლმე.
კომეტები გამოირჩევიან პერიოდულობისა და არაპერიოდულობის თვისებებით. ზოგი მათგანი მზის
მიზიდულობის ტყვეობაში აღმოჩნდება ხოლმე და რამდენიმე წელიწადში ერთხელ
კვლავ ბრუნდება მზესთან და შესაბამისად, ხილული ხდება ჩვენთვის. მაგრამ
ზოგიერთი კომეტა თავს აღწევს მზეს და ერთხელ გამოჩენის შემდეგ, სამუდამოდ
გადის მზის მახლობელი სივრციდან.
ჰალეის კომეტა
(ოფიციალურად დასახელებაა 1P/Halley) არის ყველაზე ცნობილი პერიოდული
კომეტა, რომელიც 75-76 წელიწადში ერთხელ შეინიშნება. მიუხედავად იმისა, რომ
ყოველწიურად არაერთი უფრო ხანგრძლივად მნათი კომეტა ჩნდება ზეცაში, ჰალეის
კომეტა ყველაზე ხილვადია შეუიარაღებელი თვალით. მზის შიდა სისტემაში მისი
ბრუნვადობის გამო კომეტა ძვ.წ. 240 წლიდან ფიქსირდება, მაგრამ ამ კომეტას
პერიოდულად არ აღიარებდნენ მანამ, სანამ მეთვრამეტე საუკუნეშიედმონდ ჰალეიმ
მისი ორბიტა არ გამოიანგარიშა. სწორედ მისი სახელის მიხედვით ეწოდა ჰალეის
კომეტა. ჰალეის კომეტა უკანასკნელად 1986 წელს გამოჩნდა მზის შიდა
სისტემაში და მის ხელახალ გამოჩენას 2061 წლის შუა პერიოდში უნდა ველოდოთ.
ჰეილ-ბოპის კომეტა მიიჩნევა XX საუკუნის ყველაზე მნათ კომეტად. ის შეუარაღებელი თვალით კარგად იყო ხილული, რეკორდულად, 18 თვის მანძილზე.
ჰეილ-ბოპის კომეტა აღმოაჩინეს 1995 წლის 23 ივლისს, მზის
დისკოსთან ახლოს. სულ ცოტა ხანში მისი სინათლე იმდენად გაიზარდა რომ
ხილული გახდა შეუიარაღებელი თვალისათვის. 1997 წლის გაზაფხულისათვის კი
მისი ნათება იმდენად გაიზარდა რომ ბევრად გადააჭარბა მთვარის ნათებას.
ჰეილ-ბოპის კომეტის პერიოდულობა 2380 წელს აღწევს. მისი მომდევო დაბრუნება ნავარაუდევია 4377 წელს.
მადარიააააააააააააააა
ReplyDelete👉🖕👈🤮🤮🤮🤮
ReplyDeleteარ არის სრულ ყოფილი
ReplyDeleteმართლააა
ReplyDelete